loader

უმძიმესი ავარია რუსთავში - შემთხვევის დროს 61 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, 4 მგზავრი კი მძიმედ დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი ავარია რუსთავში - შემთხვევის დროს 61 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, 4 მგზავრი კი მძიმედ დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. რუსთაველისა და ბათუმის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს სატვირთო მანქანა და სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა. ავარიის შედეგად მიკროავტობუსში მყოფი 5 მგზავრი დაშავდა. დაშავებულები სასწარაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც "ინფო რუსთავს" ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, ერთ-ერთი დაშავებულს ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა 61 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 4 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.



წყარო