loader

უმძიმესი ავარია ქარელში - მანქანა ჭიშკარს შეეჯახა, გარდაიცვალა მძღოლი და დაშავდა 4 მგზავრი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი ავარია ქარელში - მანქანა ჭიშკარს შეეჯახა, გარდაიცვალა მძღოლი და დაშავდა 4 მგზავრი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარში ავტომანქანა ჭიშკარს შეეჯახა, რა დროსაც მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, 4 მგზავრი კი დაშავდა.
დაშავებულები არიან გარდაცვლილის, ახალგაზრდა ქალის მეუღლე, 2 არასრულწლოვანი ბავშვი და ოჯახის მეგობარი. შემთხვევა გუშინ, 22:00 საათზე მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.