loader

ბათუმში მცირეწლოვან ბავშვს ავტომობილი დაეჯახა - მისი მდგომარეობა მძიმეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში მცირეწლოვან ბავშვს ავტომობილი დაეჯახა - მისი მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში მცირეწლოვან ბავშვს რუსთაველის ქუჩაზე ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მცირეწლოვანის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია.

საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.