loader

კადრები ქუთაისის სასამართლოდან, სადაც მორაგბე მეკო კვირიკაშვილის საქმის განხილვა განახლდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ქუთაისის სასამართლოდან, სადაც მორაგბე მეკო კვირიკაშვილის საქმის განხილვა განახლდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა განახლდა. მერაბ კვირიკაშვილი სასამართლოში ადვოკატთან და მეგობრებთან ერთად იმყოფება. მის ინტერესებს ადვოკატი ნუგზარ კვინიკაძე იცავს. მორაგბეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

საქმე 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას უკავშირდება, რასაც კვირიკაშვილის მეუღლის და შემხვედრ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. საქმეს მოსამართლე მურთაზ კაპანაძე განიხილავს.

შეგახსენებთ, კვირიკაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით წარუდგინეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი