loader

ჟურნალისტი დავით ერაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟურნალისტი დავით ერაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი

აქციის მონაწილეები გიორგი გაბუნიასგან, გუშინ გადაცემა P.S-ში გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.
”რუსთავი 2”-ის შენობასთან, ”ქართული მარშის” წევრების აქცია მიმდინარეობს, არხის წარმომადგენლების ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანიის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე დააზიანეს მანქანა, რომლითაც ჟურნალისტი გიორგი გაბუნია გადაადგილდებოდა.ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი დავით ერაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, პაციენტს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება.

ასევე იხილეთ: "იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშვა..." - გიორგი გაბუნიას სიტყვა, რასაც "რუსთავი 2"-თან "ქართული მარშის" დაპირისპირება მოჰყვა