loader

"დინამო არენასთან" ავტომობილიდან, სავარაუდოდ, ფარულად დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერა ამოიღეს - პირველი კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დინამო არენასთან" ავტომობილიდან, სავარაუდოდ, ფარულად დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერა ამოიღეს - პირველი კადრები

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა "დინამო არენის" მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი ავტომობილიდან ფარულად დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერა ამოიღეს.

როგორც „პალიტრავიდეოს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 157-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფას გულისხმობს. უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. ასევე ცნობილია, რომ ავტომობილიდან ამოღებული ნივთი უკვე გადაეცა შესაბამის სამსახურს და მიმდინარეობს მისი ექსპერტიზა.

სამართალდამცველებმა "დინამო არენის" მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობა უკვე დაასრულეს. ადგილზე ასევე მობილიზებულნი იყვნენ გამნაღმველები, ვინაიდან თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა ყოფილიყო დამონტაჟებული.