loader

"ერთი წელია მაწამებენ" - 82 წლის ბათუმელი ქალი, რომელსაც შვილიშვილმა ბინა გაუყიდა, გამოასახლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთი წელია მაწამებენ" - 82 წლის ბათუმელი ქალი, რომელსაც შვილიშვილმა ბინა გაუყიდა, გამოასახლეს

ბათუმში, საიათნოვას 4 ნომერში სამართალდამცველებმა სახლიდან 82 წლის ქალი გამოასახლეს. ამ წუთებში ქალი შენობაში შესვლას კვლავ ცდილობს და სამართალდამცველებს წინააღმდეგობას უწევს. შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ 82 წლის ქალმა საცხოვრებელი სახლის აივანზე ასასვლელად ამწე დაიქირავა და სახლში შევიდა. მისი თქმით, აღნიშნული საცხოვრებელი სახლი 2016 წელს დაკარგა. მისი განმარტებით, სახლი შვილიშვილმა გაუყიდა.

82 წლის ქალის მხარდასაჭერად სახლთან იპოთეკით დაზარალებული პირები მივიდნენ და სააღმსრულებლო ბიუროს თანამშრომლებს ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ.

როგორც მოხუცი ქალი ჰყვება, საბუთები გააყალბეს, ბინა შვილიშვილმა დააგირავა, თანხა ვერ დააბრუნა და სახლი გაიყიდა.


ავტორი: მარიკო კეკელიძე