loader

ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალში ხმათა 92.8% მიიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალში ხმათა 92.8% მიიღო

წინასწარი მონაცემებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა 17 ათასზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ მიიღო. ამის შესახებ სააგენტო "რესს" რუსეთის ე.წ. საელჩოში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ხმების 92,8% ვლადიმერ პუტინმა მიიღო. ე.წ. საელჩოში ასევე აღნიშნავენ, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით აქტივობის მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმათა 94,1% მიიღო.