loader

სასწრაფოდ: არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების ემოციური კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასწრაფოდ: არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების ემოციური კადრები

დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადასცა. ცხედრის გადმოცემა უშუალოდ „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ ჩართულობით მოხდა.

პროცესში ასევე მონაწილეობდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

ცხედარი ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. ცხედარს ჯერ თბილისში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ, რის შემდეგაც წილკანში, საკუთარ სახლში მიასვენებენ.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა.

ავტორი: ლექსო ნაბახტეველი