loader

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობის შესახებ

ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მკვლელს ხელთათმანები ეკეთა, ფეხზე ბახილები ეცვა და ორი იარაღიდან ისროდა, საიდანაც ერთი მაყუჩიანი იყო".

არსებობს ვერსიაც, რომ თავდამსხმელს სახლში მყოფი ქალის მოკვლაც ჰქონდა განზრახული, თუმცა ტყვიები დაუმთავრდა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე ნუგზარ კახიძეს მის ბიზნესთან დაკავშირებით "საქმიანი გარჩევაც" ჰქონდა.

ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე საკუთარ სახლში გუშინ მოკლეს, მას 7 ტყვია ესროლეს.

ბინაში მყოფი ქალის დაკითხვა პოლიციის განყოფილებაში გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ასევე, ჩვენება მისცეს კახიძის ბიზნესპარტნიორებმა.