loader

14 წლის ბიჭი, რომელსაც შუახევში მდინარეში რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

14 წლის ბიჭი, რომელსაც შუახევში მდინარეში რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

შუახევის სოფელ შუბანში, მდინარეში დაკარგული 14 წლის ბიჭი მაშველებმა დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება. სამძებრო სამუშაოებში გუშინ თბილისიდან მაშველთა დამატებითი ჯგუფი ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 12 ჯგუფი იყო მობილიზებული.

მოზარდს მდინარეში სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც თვითმხილველებმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, 14 წლის ბიჭს ბურთი მდინარეში ჩაუვარდა და მის ამოსაღებად წყალში შევიდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.