loader

ამ წუთებში არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ წუთებში არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წეროვანში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან გამოასვენეს, სადაც დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ტატუნაშვილის ოჯახს დღეს მიუსამძიმრეს ყოფილმა-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, მინისტრებმა, პარლამენტის წევრებმა, თბილისის მერმა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.

არჩილ ტატუნაშვილს დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონიას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.