loader

სასტუმრო "ლეოგრანდის" საქმეზე ბრალდებულებს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასტუმრო "ლეოგრანდის" საქმეზე ბრალდებულებს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, ბათუმში, აღნიშნულ სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე 2 პირი: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი. და საქართველოს მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. მათი განცხადებით, ბრალდებულების, გიორგი მიქელაძისა და ფათიჰ იაუზის გათავისუფლების შემთხვევაში მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს. როგორც პროკურორებმა განაცხადეს, აღნიშნულ პირებს სასტუმრო "ლეოგრანდში" უსაფრთხოების წესების დაცვა ევალებოდათ.

სასტუმრო "ლეოგრანდის" საქმეზე ბრალდებულებს, გიორგი მიქელაძეს და ფათიჰ იაუზის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე 20-20 ათასი ლარი შესთავაზა, ასევე, თავდებში მყოფი პირების სია წარუდგინა, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

მომდევნო სასამართლო პროცესი 16 მაისს 13:00 საათზე გაიმართება.

ავტორი: მარიკო კეკელიძე