loader

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ჭიათურის შუხუთის მაღაროში, გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლის მამაკაცი ნანგრევების ქვეშ მოყვა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.