loader

ყოფილი პროკურორის, მილენა მითაიშვილის საქმე - რატომ მისცეს პასუხისგებაში მისი ყოფილი მეუღლე და კიდევ ორი პირი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყოფილი პროკურორის, მილენა მითაიშვილის საქმე - რატომ მისცეს პასუხისგებაში მისი ყოფილი მეუღლე და კიდევ ორი პირი

ყოფილი პროკურორის, მილენა მითაიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე მისი ყოფილი მეუღლე რივერა ბენდელიანი და კიდევ ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის სოციალური ქსელის მეშვეობით უკანონოდ გავრცელების ფაქტზე რ.ბ, ნ.ბ. და ი.ა. ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილით.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ბ.-მ თანაცხოვრების პერიოდში მის მეუღლეს, მ.მ.-ს ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ მობილური ტელეფონის საშუალებით უკანონოდ გადაუღო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო. მათ შორის წარმოშობილი ოჯახური კონფლიქტის პერიოდში, რ.ბ.-მ მისი მეუღლის დისკრედიტაციის მიზნით გადაწყვიტა ხსენებული ჩანაწერის სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საშუალებით გავრცელება, რაც გაანდო მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ი.ა.-ს, რომელმაც თავის მხრივ, მის გავრცელებაში დახმარება აღუთქვა.