loader

სტიქია საქართველოს 3 რეგიონში: ღია ცის ქვეშ დარჩენილი 12-სულიანი ოჯახი, მოგლეჯილი ხეები, გადახდილი სახურავები და დაზიანებული გაზის მილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტიქია საქართველოს 3 რეგიონში: ღია ცის ქვეშ დარჩენილი 12-სულიანი ოჯახი, მოგლეჯილი ხეები, გადახდილი სახურავები და დაზიანებული გაზის მილი

ძლიერი ქარის შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შეიქმნა. ძლიერმა ქარმა რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა და ხეები მოგლიჯა. დაზარალდა სამეგრელოს მუნიციპალიტეტი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა და სენაკიც. წალენჯიხის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა სამი საცხოვრებელი სახლი დააზიანა, მათ შორის ერთს სახურავი მთლიანად გადახადა. მერიის პრესსამსახურის განცხადებით, დაზარალებულებს საწვიმარი ბრეზენტები სახლის დროებით გადასახურად დაურიგდათ, ამ დროისთვის კი ზარალს ითვლიან.

ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ჭერის ნაწილი ჩამოვარდა. შემთხვევა ერთ-ერთი მობინადრის აბაზანაში მოხდა. მეზობლები ჰყვებიან, რომ დედას ნგრევის ხმა მოესმა და მცირეწლოვანი ბავშვის აბაზანიდან გამოყვანა მოასწრო.