loader

კალიფორნიაში, Youtube-ის ოფისთან სროლა იყო: ბოროტმოქმედმა თავი მოიკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კალიფორნიაში, Youtube-ის ოფისთან სროლა იყო: ბოროტმოქმედმა თავი მოიკლა

ჩრდილოეთ კალიფორნიაში, Youtube-ის ერთ-ერთ ფილიალთან სროლა იყო. BBC-ის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები, სამართალდამცველები კი მოსახლეობას აღნიშნული ტერიტორიიდან შორს ყოფნას სთხოვდნენ.

Youtube-ის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სროლის გამო შენობა თანამშრომლებმა პანიკის ფონზე დატოვეს.

კალიფორნიაში, YouTube-ის შტაბ-ბინაში მომხდარი სროლების შესახებ ერთ-ერთი თანამშრომელი „ტვიტერზე“ წერს: „შტაბ-ბინაში აქტიური სროლა იყო. ჩემს სამუშაო მაგიდასთან მესმოდა სროლის ხმა და ვხედავდი, როგორ გარბოდნენ ადამიანები. ოთახში კოლეგებთან ერთად ვიყავი“, - წერს ვადიმ ლავრუსიკი. მოგვიანებით მანვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ შენობაში პოლიციელები შევიდნენ და ის ქუჩაში გაიყვანეს.

კომპანიის კიდევ ერთი თანამშრომელი წერს, რომ შენობიდან ევაკუაციისას სისხლის ლაქები შენიშნა. მისივე ცნობით, ბოროტმოქმედმა, ვინც ცეცხლი გახსნა, თავი მოიკლა.


იხილეთ ასევე:


YouTube-ის შტაბ-ბინაში სროლა ნასიმ აღდამმა მოაწყო, რომელიც კომედიური ჟანრის ვიდეოებს იღებდა