loader

კადრები რუსთავიდან, სადაც პოლიციას და ექიმებს თავს დაესხნენ, პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები რუსთავიდან, სადაც პოლიციას და ექიმებს თავს დაესხნენ, პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა რუსთავში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, #16 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცები ჩხუბობდნენ, რის გამოც ადგილზე პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები გამოიძახეს. ადგილზე მისულ ექიმებს და პოლიციას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთმა პირმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილის საქარე მინა თავით ჩაამტვრია. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელსაც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი, რომელიც ჩხუბში იღებდა მონაწილეობას, პრობაციონერია.

წყარო: