loader

"საქართველოს რკინიგზა" მატარებლის დამატებით რეისებს ნიშნავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოს რკინიგზა" მატარებლის დამატებით რეისებს ნიშნავს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მგზავრების მომატებული რაოდენობის გამო "საქართველოს რკინიგზა" მატარებლის დამატებით რეისებს დანიშნავს.

როგორც "საქართველოს რკინიგზიდან" იუწყებიან, 5, 6, 7, 9 და 10 აპრილს ოთხვაგონიანი, ორსართულიანი შტადლერის ელექტრომატარებელი თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალი განრიგით იმოძრავებს. კერძოდ, მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 10 საათსა და 30 წუთზე გავა და ბათუმში 15 საათსა და 30 წუთზე ჩავა, ბათუმიდან კი 17 საათსა და 10 წუთზე გამოვა და თბილისში 22 საათსა და 3 წუთზე ჩამოვა.