loader

ტყიბულში მინდელის შახტაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტყიბულში მინდელის შახტაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

"მიმდინარე წლის 5 აპრილს, გამთენიისას, "112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის N1 უბანში რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.

შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ სამართალდამცველები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.


ასევე დაგაინტერესებთ:

გარდაცვლილი მაღაროელის და: "ჩემო ერთადერთო..." - მძიმე კადრები ტყიბულის შახტიდან, სადაც 6 ადამიანი დაიღუპა

"10 წელი მუშაობდა" - მინდელის შახტაში დაღუპულის ბიძა გარდაცვლილის ტანსაცმლით გამოვიდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები მინდელის შახტის სამთო მაშველებთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან ცხედრების გამოსაყვანად მუშაობენ

მინდელის შახტაში 6 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა - პირველი კადრები ადგილიდან