loader

თბილისში, კიევის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში, კიევის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, კიევის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 70 წლამდე მამაკაცია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს.

კიევის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი დაახლოებით 1 საათის წინ გაჩნდა.

ცეცხლი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულსა და სახურავს გაუჩნდა. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ამ წუთებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.