loader

"აუდიტორია 115"-ის აქციაზე დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აუდიტორია 115"-ის აქციაზე დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

"აუდიტორია 115"-ის აქციაზე დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. მათ ბრალად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენა ედებათ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

"აუდიტორია 115"-ის ორგანიზებით აქცია-მსვლელობა 6 აპრილს გაიმართა. აქციის მონაწილეები ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ. შსს-ს ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ილია ჭავჭავაძის გამზირიდან შოთა რუსთაველის გამზირამდე მსვლელობა მოაწყვეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კი მათ საავტომობილო გზის გადაკეტვა მოისურვეს. პოლიციის მოწოდებას, შეეწყვიტათ მსგავსი ქმედება და არ შეეფერხებინათ ავტომანქანების გადაადგილება, ისინი არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 5 პირი დააკავეს.



ასევე დაგაინტერესებთ:

ტყიბულის შახტაში გადარჩენილი მეშახტის ემოციური მიმართვა მთავრობისადმი

"ისეთი ძლიერი დარტყმა იყო, სპეცტანსაცმელი გამაძრო" - ტყიბულის შახტაში გადარჩენილი უბედური შემთხვევის დეტალებს იხსენებს

"სამი შვილი დარჩა ობლად, რა მეშველება, არ ვიცი..." - მინდელის შახტასთან გარდაცვლილების ახლობლები იმყოფებიან

გარდაცვლილი მაღაროელის და: "ჩემო ერთადერთო..." - მძიმე კადრები ტყიბულის შახტიდან, სადაც 6 ადამიანი დაიღუპა