loader

მინდელის შახტში დაშავებული სამი მეშახტიდან ერთი საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მინდელის შახტში დაშავებული სამი მეშახტიდან ერთი საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს

ტყიბულში მინდელის სახელობის შახტაში დაშავებული სამი მეშახტიდან ორი მეშახტე ქუთაისის საავადმყოფოდან გაწერეს და რეაბილიტაციას საკუთარ სახლში გადის, ხოლო ერთი მეშახტე კვლავ საავადმყოფოში რჩება.ერთ-ერთი დაშავებული მეშახტე ირაკლი კირკიტაძე, რომელიც ამდროისთვის ტყიბულში საკუთარ სახლში იმყოფება, ამბობს, რომ საავადმყოფოში ყოფნის დროს ის მთავრობის და კომპანიის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

"საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯუფში" აცხადებენ, რომ კომპანიის წარმომადგენლები პირველივე წუთებიდან დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებთან იმყოფებიან, გარდა იმისა, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მათ ვალდებულებად მიაჩნიათ ამ ოჯახების გვერდში დგომა, კომპანიის მხრიდან არსებობს მორალური პასუხისმგებლობა, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთჯერადი დახმარებით, ან მხოლოდ კომპენსაცით. - აცხადებენ კომპანიაში. 5 აპრილს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.


ასევე დაგაინტერესებთ:

ტყიბულის შახტაში გადარჩენილი მეშახტის ემოციური მიმართვა მთავრობისადმი

გარდაცვლილი მაღაროელის და: "ჩემო ერთადერთო..." - მძიმე კადრები ტყიბულის შახტიდან, სადაც 6 ადამიანი დაიღუპა