loader

"მოემზადე, რუსეთო, სირიაში მშვენიერი, ახალი და "ჭკვიანი" რაკეტები წამოვა" - ტრამპის მუქარა და რუსეთის პასუხი აშშ-ის პრეზიდენტს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოემზადე, რუსეთო, სირიაში მშვენიერი, ახალი და "ჭკვიანი" რაკეტები წამოვა" - ტრამპის მუქარა და რუსეთის პასუხი აშშ-ის პრეზიდენტს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს. "რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, ვინაიდან რაკეტები წამოვა - მშვენიერი, ახალი და "ჭკვიანი" რაკეტები. რუსეთო, შენ არ უნდა იყო მკვლელი ცხოველის პარტნიორი, რომელიც თავის ხალხს ხოცავს და ამით სიამოვნებას იღებს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" პირად გვერდზე.

დღეს ლიბანში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ზასიპკინმა განაცხადა, რომ რუსეთი სირიის მიმართულებით გაშვებულ ამერიკულ რაკეტებს ჩამოაგდებს და დაარტყამს იმ წერტილებს, საიდანაც ეს რაკეტები იქნება გამოშვებული.

დონალდ ტრამპმა 9 აპრილს განაცხადა, რომ სირიაში, ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე სერიოზულ პასუხს გასცემს ასადის რეჟიმს 48 საათის განმავლობაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აშშ-ის რაკეტები მიმართული უნდა იყოს სირიაში ტერორისტებზე და არა იმ ქვეყნის მთავრობაზე, რომელიც ტერორიზმს ებრძვის.

"ჭკვიანი" რაკეტები ტერორისტების მიმართულებით უნდა მიფრინავდნენ და არა კანონიერი მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც რამდენიმე წელია საერთაშორისო ტერორიზმს ებრძვის საკუთარ ტერიტორიაზე", - განაცხადა მარია ზახაროვამ.