X
ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელსაც მერია შეღავათიანი სამგზავრო ბარათების უკანონოდ გამოყენებაზე განახორციელებს
14:23 / 17-04-2018
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეღავათიანი სამგზავრო ბარათების უკანონოდ გამოყენებაზე კონტროლი მკაცრდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" მერიიდან აცნობეს, ცვლილებები შევიდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში N6-25, რომელიც მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათიანი ტარიფით სარგებლობის წესებს არეგულირებს.

"ცვლილება შეღავათიანი სამგზავრო ბარათების არაკეთილსინდისიერად გამოყენების გახშირებულმა შემთხვევებმა განაპირობა და შეტანილი ცვლილების შედეგად, სამგზავრო ბარათის არაბენეფიციარის მიერ გამოყენების შემთხვევაში, თბილისის სატრანპორტო კომპანიის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს დააჯარიმოს დამრღვევი და არასწორად გამოყენებული ბარათი ავტომატურად დაბლოკოს 6 თვის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ბარათი ექვემდებარება ავტომატურ, უფასო განბლოკვას. იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმა გასაჩივრების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმდება, ბარათის კანონიერ მფლობელს შეუძლია მიმართოს მერიის შესაბამის სტრუქტურას განცხადებით, მოითხოვოს ბარათის განბლოკვა და მასზე სამგზავრო ფუნქციის აღდგენა, რაც განცხადების დარეგისტრირებიდან არაუგვიანეს 4 სამუშაო დღეში განხორციელდება", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
რა ქონების მფლობელია არჩეული პრეზიდენტი? - ზურაბიშვილის ბინები თბილისში, პარიზში და საბანკო ანგარიშები...
ლეგენდარული "ჟიგული", რომელიც დიღმის მასივში, მე-4 სართულზე 20 წელზე მეტ ხანს იდგა, ჩამოიყვანეს