loader

საზარელი მკვლელობა კასპში: ძმამ ძმა მოკლა - მოკლულს საწოლში თავს დაესხნენ და ყელი გამოსჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი მკვლელობა კასპში: ძმამ ძმა მოკლა - მოკლულს საწოლში თავს დაესხნენ და ყელი გამოსჭრეს

კასპში ძმამ ძმა მოკლა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ერთმა ძმამ მეორეს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე, მომხდარიდან მალევე დააკავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



ასევე დაგაინტერესებთ:


"უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს, დაჭრილი იყო ყელის არეში" - ახალი დეტალები კასპში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე, სადაც ძმამ ძმა მოკლა