loader

შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 140-ე და 157-ე პრიმა მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული ვიდეო YouTube-ზე 2017 წლის სექტემბრის თვეში აიტვირთა, თუმცა სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის 20 აპრილს გავრცელდა.

„სამართალდამცველებმა დაადგინეს ვიდეოში დაფიქსირებული არასრულწლოვანი. დადგენილია ის პირიც, ვინც სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, რომელიც ასევე არასრულწლოვანია. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანი ერთი სკოლის მეშვიდე-მერვე კლასების მოსწავლეა.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

"პალიტრავიდეო" ზემოთ აღნიშნულ ვიდეოს განგებ არ ავრცელებს.