loader

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე - ჭანტურიას ოჯახის მტკიცებით, მათ მანქანებში მოსასმენი აპარატურა დაუმონტაჟეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე - ჭანტურიას ოჯახის მტკიცებით, მათ მანქანებში მოსასმენი აპარატურა დაუმონტაჟეს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას ოჯახი აცხადებს, რომ მათ მიმართ ფარული მიყურადება მიმდინარეობდა.
ჭანტურიას თქმით, ერთი კვირის წინ მამამისის მანქანაზე დაამონტაჟეს მოსასმენი აპარატურა, ორი თვის წინ კი - მისი დის, მარიამ ჭანტურიას მანქანაში. მისივე ინფორმაციით, დღეს მარიამი პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს სხვა საკითხთან დაკავშირებით და ამ დროს ცდილობდნენ მანქანიდან აპარატურის ამოღებას, მას კი გარეთ არ უშვებდნენ, თუმცა ტელეფონით მაინც შეძლო კადრების გადაღება. ამ დროს მასთან ერთად მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდა.

ამჟამად მარიამ ჭანტურია კვლავ რუსთავის პოლიციის მესამე განყოფილებაში რჩება. მისი მტკიცებით, აპარატურა კვლავ ავტომობილშია და ამოღება ვერ შეძლეს. ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე და გიორგი ჭანტურია კი ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურაში იმყოფებიან. ქუთათელაძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე შინაგან საქმეთა მინისტრს რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

ავტორი: მარი ვარდოშვილი