loader

სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 2017 წელს 5,6 მილიარდს გადააჭარბა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 2017 წელს 5,6 მილიარდს გადააჭარბა

2017 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 5 მილიარდ 650 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 1 მილიარდ 600 მილიონი ლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე. სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში გადახდილმა თანხამ კი გასულ წელს მხოლოდ 332 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მთელი ბრუნვის მხოლოდ 5,8%-ია. 2006 წლიდან დღემდე, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 187-ჯერ არის გაზრდილი.

2017 წლის მდგომარეობით, 136 სუბიექტზე გაცემული იყო და მოქმედებდა 256 სათამაშო ბიზნესის ნებართვა, მათ შორის, ტოტალიზატორის მოწყობის - 91, სამორინეს მოწყობის - 21 ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობები 16 ნებართვის ფარგლებში ეწყობოდა.

პარლამენტში შესულია კანონპროექტი "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილებების შესახებ, რომელიც ონლაინ-აზარტული თამაშებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს, თუმცა მისი მიღება ამ დრომდე არ მომხდარა.