loader

"ნაცემია ბავშვი" - გარდაბანში მშობლები იმ მოსწავლეების სკოლიდან გარიცხვას ითხოვენ, რომლებმაც მე-7 კლასელზე იძალადეს და ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაცემია ბავშვი" - გარდაბანში მშობლები იმ მოსწავლეების სკოლიდან გარიცხვას ითხოვენ, რომლებმაც მე-7 კლასელზე იძალადეს და ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთეს

გარდაბანში, ერთ-ერთ საჯარო სკოლასთან მშობლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ სკოლიდან გარიცხონ ის სამი მოსწავლე, რომლებმაც მეშვიდეკლასელ მოზარდზე იძალადეს და ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთეს.

როგორც დაზარალებულის დედა აცხადებს, მისი შვილი არის ნაცემი და ვიდეოში რასაც ამბობს, ეს ძალდატანებით მოხდა.

"პოლიციამ თვითონ მომმართა, თბილისში ვიყავით წასულები. მპირდებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ერთი კვირაა უკვე და ჯერ ვერაფერს ვხედავ. ნაცემია ბავშვი, აიძულეს, ასეთი სიტყვები ელაპარაკა და მერე აგრძელებდნენ მის ცემას", - აცხადებს ძალადობის მსხვერპლის მშობელი "რუსთავი 2"-თან საუბარში.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის თქმით, მშობლების მოთხოვნაა, რომ ვიდეოს გადამღები მოზარდები სკოლიდან გარიცხონ.