loader

ცაგერში ნაპოვნი დათვის ბელები თბილისის ზოოპარკს გადასცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცაგერში ნაპოვნი დათვის ბელები თბილისის ზოოპარკს გადასცეს

მოქალაქის მიერ ნაპოვნი დათვის ბელები თბილისის ზოოპარკს გადასცეს. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ორბელიდან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ ტყის პირას დათვის ორი ბელი იპოვა. გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და დაახლოებით 2-3 თვის ასაკის, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მურა დათვის სახეობის ბელები იპოვეს. ბელებს არავითარი დაზიანება არ აღენიშნებოდათ.