loader

აყურებინეთ იაგოს "კლასიკო" - აქცია პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აყურებინეთ იაგოს "კლასიკო" - აქცია პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორთან

აყურებინეთ იაგოს „კლასიკო“, - ამ მოთხოვნით საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” ფან-კლუბის წევრებმა დიღომში, პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორთან აქცია გამართეს.
აქციის ორგანიზატორების თქმით, პოლიტიკური პარტია “გირჩის” დაკავებული წევრი იაგო ხვიჩია საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” გულშემატკივარია. მათივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი იმართება, ისინი მიმართავენ სამართალდამცველებს, იაგო ხვიჩიას საფეხბურთო მატჩის ყურების უფლება მიეცეს. დიღმის სამმართველოსთან გამართულ აქციას პარტია “გირჩის” წევრები შეუერთდნენ.