loader

მანგლისთან სამარშრუტო ტაქსი ამობრუნდა: დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავდა - 17 - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მანგლისთან სამარშრუტო ტაქსი ამობრუნდა: დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავდა - 17

დაბა მანგლისთან ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 17 მგზავრი კი დაშავდა. წალკიდან კოდის მიმართულებით მოძრავი "მერსედესის" მარკის სამარშრუტო ტაქსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. დაშავებულები მარნეულისა და თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში გადაანაწილეს. რამდენიმეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. დაშავებული მგზავრებიდან 4 თბილისში, ყოფილი "არამიანცის" სამედიცინო დაწესებულებაშია. მედიკოსები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.