loader

როგორია ახალი ელექტროავტობუსი, რომელიც დღეიდან თბილისში იმოძრავებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია ახალი ელექტროავტობუსი, რომელიც დღეიდან თბილისში იმოძრავებს

დღეიდან დედაქალაქის ქუჩებში ახალი ელექტროავტობუსი იმოძრავებს. დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, ელექტროავტობუსი სხვადასხვა მარშრუტზე სატესტო რეჟიმში იმუშავებს.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო წლების განმავლობაში თბილისში ელექტროავტობუსებს შემოიყვანენ.

ცნობისთვის, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეორე ავტობაზაზე კომპანია "ფრეგობასმა" ელექტროავტობუსის პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, გერმანული კომპანია “EURABUS"-ის გენერალური დირექტორი ქრისტიან საიცი, სატრანსპორტო კომპანიისა და "ფრეგობასის" წარმომადგენლები დაესწრნენ.

ავტობუსი ორი კვირის განმავლობაში სატესტო რეჟიმში სხვადასხვა მარშრუტზე იმოძრავებს. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ტესტირების პროცესის მიზანია ელექტროავტობუსების ტექნიკური მახასიათებლების გამოცდა, ქალაქის ინფრასტრუქტურისა და საექსპლუატაციო პირობების გათვალისწინებით.