loader

"მივვარდი გამყიდველს, მაგრამ არაფრის თავი არ მქონდა, ბავშვისთვის უნდა გვეშველა" - ბებიის პირველი კომენტარი შვილიშვილზე, რომელმაც "კროტი" შეჭამა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მივვარდი გამყიდველს, მაგრამ არაფრის თავი არ მქონდა, ბავშვისთვის უნდა გვეშველა" - ბებიის პირველი კომენტარი შვილიშვილზე, რომელმაც "კროტი" შეჭამა

მილების გასაწმენდი ქიმიური ნივთიერება ,,კროტით" მოწამვლის შედეგად იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში მოთავსებული ორი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს, 5 და 9 წლის ბავშვებს მკურნალობა ტოქსიკოლოგიურ დეპარტამენტში უტარდებათ. მათ შესაბამისი კვლევები უკვე ჩაუტარდათ. პატარებს პირის ღრუს ლორწოვანი გარსი აქვთ დამწვარი.

საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 5 წლის გოგონა საავადმყოფოში 9 მაისს, გვიან ღამით შეიყვანეს, 9 წლის ბიჭი კი - 10 მაისს, დღისით.

როგორც ცნობილია, ბავშვებმა ტკბილეულის ნაცვლად მილების გასაწმენდი ქიმიური ნივთიერება ,,კროტი" შეჭამეს. 


ავტორი: მაია ძაგანია