loader

მთაწმინდა, "ქართული ოცნების" ყრილობის დაწყებამდე... - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთაწმინდა, "ქართული ოცნების" ყრილობის დაწყებამდე...

მთაწმინდაზე, "ქართული ოცნების" ყრილობის სამზადისის პარალელურად, "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი მთაწმინდის პარკში შესვლას და საპროტესტო პლაკატების გაშლას აპირებდნენ, თუმცა, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცათ. აქციის მონაწილეები ხანძრის საქმის გამოძიებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
"ხელისუფლება ხელს რომ არ აფარებდეს დამნაშავეებს, ამდენი ხნის განმავლობაში დასჯილები იქნებოდნენ. გამოიძიონ საქმე და აგვინაზღაურონ ზარალი", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ავტორი: გიორგი ჟამერაშვილი