loader

რა ვითარებაა ამჟამად პარლამენტთან - პირდაპირი ეთერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვითარებაა ამჟამად პარლამენტთან - პირდაპირი ეთერი

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი სრულად გადაკეტეს. აქციის ორგანიზატორებმა სამართალდამცველებს მიმართეს, რომ გზის დაკავების საშუალება მიეცათ. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს საშუალება მისცეს რუსთაველის ქუჩა დაეკავებინათ. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტა. აქციის ორგანიზატორებმა პოლიციას მადლობა გადაუხადეს მათი მოთხოვნის შესრულებისთვის.

"ეს არის პოლიცია სწორი ქმედება და არა ის, რაც გუშინ ჩაიდინეთ. ქალაქის ცენტრი პარალიზებულია. ის გვიკავია ჩვენ. ახლა ის დროა, მოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და გაგვცენ პასუხები", - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.


იხილეთ ასევე: სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის ნაწილი დაუთმეს

ჭანტურიას ქუჩაზე სპეცრაზმის ავტომობილები დგას

ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმია მობილიზებული

"არცერთი კლუბის დახურვით, დარბევით, ეს პრობლემა არ მოგვარდება" - ბასიანზე დაკავებული ერთ-ერთი პირის დედის მიმართვა მშობლებს