loader

პარლამენტის წინ სიტუაცია დაიძაბა - კონტრაქციის მონაწილეები "თეთრი ხმაურის" აქციის მონაწილეებთნ მისვლას ცდილობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტის წინ სიტუაცია დაიძაბა - კონტრაქციის მონაწილეები "თეთრი ხმაურის" აქციის მონაწილეებთნ მისვლას ცდილობენ

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ დაძაბულობაა. პარლამენტის მოპირდაპირედ, მუზეუმთან მდგარი ხალხი პარლამენტის შენობასთან გადასვლას ცდილობს. ისინი "თეთრი ხმაურის" მიერ ორგანიზებული აქციის საწინააღმდეგო აქციას მართავენ.

ამ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან სამართალდამცველებმა არ გადაუშვეს. პოლიციელები საავტომობილო გზის გასწვრივ იმყოფებიან და კორდონი აქვთ გაკეთებული.

დაძაბულობის დროს რამდენიმე პირიც დააკავეს. აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიმდინარე აქციას აპროტესტებენ და როგორც ისინი აცხადებენ, ითხოვენ 9 აპრილის მემორიალთან გადასვლას და სანთლების დანთებას. თვითმხილველთა ინფორმაციით, კონტრაქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს ქვებიც ესროლეს.

ავტორი: დარინა ქამადაძე