loader

ოჯახის სიწმინდის დღე - მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოჯახის სიწმინდის დღე - მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა დაიწყო. ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყო. მსვლელობის გამო რუსთაველის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.  მსვლელობის მონაწილეებს "ვარდების მოედანზე" და ქაშვეთის ტაძართან შეკრებილები შეუერთდებიან და სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართებიან.

როგორც მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, ისინი შეჩერდებიან ქაშვეთის ტაძართან, სადაც მათ სასულიერო პირები დალოცავენ და შემდეგ სამებისკენ გაემართებიან.

სამების საკათედრო ტაძარში, დაახლოებით 14:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამადლობელ პარაკლისს გადაიხდის და ერს დალოცავს.