loader

ხანძარი ელიავას ბაზრობაზე - კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხანძარი ელიავას ბაზრობაზე - კადრები შემთხვევის ადგილიდან

ელიავას ბაზრობაზე ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. როგორც "პალიტრავიდეოს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათი სახანძრო ბრიგადა მონაწილეობდა.

მათივე ინფორმაციით, დამწვარია ელიავას ბაზრობაზე მდებარე ერთ-ერთი შპალერის მაღაზიის 120 კვ მეტრი ფართობი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. გამომწვევი მიზეზები და ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ავტორი: მეგი ნარსავიძე