loader

"გარდაცვლილ გოგონას დიდ ლოდზე აქვს თავი დარტყმული" - თემქაზე 20 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გარდაცვლილ გოგონას დიდ ლოდზე აქვს თავი დარტყმული" - თემქაზე 20 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

არსებობს აზრი, რომ ადამიანი, რომელმაც მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა, საქართველოში აღარ იმყოფება. შესაბამისად, ლადოს საფრთხე არ ემუქრება და ამიტომ ვიშუამდგომლებ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შეეცვალოს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ლადო გრიგალაშვილის ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების 2-ათასლარიანი გირაოთი შეცვლას მოითხოვს. თუმცა ადვოკატი აქვე აღნიშნავს, რომ მძიმე ბრალდებიდან გამომდინარე, მას დიდი იმედი არ აქვს, რომ სასამართლო მის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს.