loader

ინფორმაცია მათთვის, ვისაც "მარშრუტკით" უწევს მგზავრობა - რა სიახლე ელით მგზავრებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინფორმაცია მათთვის, ვისაც "მარშრუტკით" უწევს მგზავრობა - რა სიახლე ელით მგზავრებს


დედაქალაქში არსებული გრძელი სამარშრუტო ხაზები, შესაძლოა, გაუქმდეს და მგზავრთა გადაჯდომის ადგილები დაწესდეს, - ამის შესახებ დღეს საუბარი იყო თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე, სადაც თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ხაზების რესტრუქტურიზაციის პროექტზე იყო საუბარი. აღნიშნულ პროექტს კომპანია "სისტრა" განახორციელებს.

როგორც ქართული საკონსულტაციო კომპანია "სპექტრუმ კონსალტინგის" წარმომადგენელმა ასმათ აბესაძემ განაცხადა, ასევე შესაძლოა განხორციელდეს რუსთავიდან, გარდაბნიდან და მცხეთიდან თბილისში მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსებისათვის გაჩერების გარკვეული ადგილების დაწესება, რომლის იქითაც მათ თბილისში მგზავრების შემოყვანა აღარ შეეძლებათ.