loader

აქცია "რუსთავი 2"-თან - არასამთავრობო ორგანიზაციები და სასულიერო პირები ბოდიშის მოხდას ითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აქცია "რუსთავი 2"-თან - არასამთავრობო ორგანიზაციები და სასულიერო პირები ბოდიშის მოხდას ითხოვენ

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"–თან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და სასულიერო პირთა ნაწილი აქციას მართავს. შეკრებილები მაუწყებლის ერთ–ერთ გადაცემაში წამყვან გიორგი გაბუნიას შესავალ სიტყვას აპროტესტებენ, რომელიც ღვთისმშობელს შეეხებოდა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ისა და ტელეწამყვან გიორგი გაბუანიას მხრიდან და მას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. მოქალაქეები მოითხოვენ ბოდიში მოიხადოს გიორგი გაბუნიამ აღნიშნული განცხადებების ღია ეთერში გაკეთების გამო, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ, რომლის მთავარი მოთხოვნაც „რუსთავი 2“–ის მაუწყებლობის შეჩერება იქნება.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, რომლებიც ადგილზე უსაფრთხოებას იცავენ. თუმცა აქციაზე არანაირ ინციდენტს ჯერჯერობით ადგილი არ ჰქონია.

აქციის მონაწილეთა უკმაყოფილება გამოიწვია გიორგი გაბუნიას შემდეგმა შესავალმა სიტყვამ: „დღეს სტუდიაში უცნაური სტუმარი გვყავს, მარიამი, სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია თვითმკვლელი ღვთისმშობლის სახელით, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს, ასე რომ, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს. არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით“.

ნახეთ ვიდეო „იარაღი სათამაშოა, მარიამი ცოცხალი გადარჩება და იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ“ - გიორგი გაბუნია