loader

1-ლი ნოემბრიდან რეგისტრაციის არმქონე ტაქსები 200 ლარით დაჯარიმდებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

1-ლი ნოემბრიდან რეგისტრაციის არმქონე ტაქსები 200 ლარით დაჯარიმდებიან

თბილისში ტაქსების რეგისტრაცია-ნებართვიანობის პროცესი აგვისტოდან დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა. მისივე თქმით, 1-ლი ნოემბრიდან რეგისტრაციის გავლის გარეშე ტაქსით მომსახურება ჩაითვლება უნებართვო საქმიანობად და 200 ლარით დაჯარიმდება. ასევე, საკრებულოს აქტში გაიწერება ის პირობა, რაც რეფორმის მეორე ეტაპზე, ანუ 2019 წლის ბოლოდან იქნება და შეეხება ავტომობილის ფერს, ერთიან სტანდარტს და უსაფრთხოების სხვა ნორმებს. "მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ტექნიკური დათვალიერების პარალელურად მიმდინარეობს", - აღნიშნა ბითაძემ.