loader

პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე გარდაცვლილი დავით სარალიძის და მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე გარდაცვლილი დავით სარალიძის და მივიდა

მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე გარდაცვლილი დავით სარალიძის და მივიდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. გამოტანილი განაჩენიდან გამომდინარე, ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლო სასჯელის ვადას და ზომას ხვალ განსაზღვრავს.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.


ავტორი: ნარიტა ჩხაიძე


იხილეთ ასევე: "დუშეთიდან ჩამოვედი, დავტოვე ჩემი ორი პატარა და ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო",- მაკა ჩიჩუა ზაზა სარალიძესთან მივიდა

ვუყურებ ზაზა სარალიძეს და საკუთარი უბედურება თვალწინ ცხადად მიდგას - სანდრო გირგვლიანის მამა 

"ვფიცავ მაღალ ღმერთს, ჩემი შვილი რომ დამნაშავე ან ეჭვმიტანილი ყოფილიყო, მე თვითონ დავახრჩობდი" - მალხაზ მაჩალიკაშვილი სარალიძის მხარდასაჭრად მივიდა

"იყავით მაგრად, მშვიდად, თავს გაუფრთხილდით" - ანა დოლიძემ ზაზა სარალიძეს მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა

მძიმე კადრები - მოკლული დავით სარალიძის მშობლების ემოციური შეხვედრა