loader

ტყიბულში 2 მუშა დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტყიბულში 2 მუშა დაიღუპა


ტყიბულში, ღია მოპოვების ქვანახშირის კარიერზე გარდაცვლილი ორი მუშა კარიერიდან ამოიყვანეს. ცხედრები უკვე პროზექტურაშია გადასვენებული და მათ ექსპერტიზა უტარდებათ.

ტყიბულში, დღეს დილით ღია მოპოვების კარიერზე ორი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ჯალაღონიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კარიერზე მოხდა, რომელიც ინდ.მეწარმეს აქვს აღებული იჯარით. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა ვითარებაში მოხდა ორი მუშის გარდაცვალება.

ტყიბულში, ღია მოპოვების ქვანახშირის კარიერზე ორი მუშის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარებს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.




ავტორი: გიორგი სულაძე