loader

დატბორილი ქუჩები რუსთავში - რა ვითარებაა ამჟამად ქალაქში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დატბორილი ქუჩები რუსთავში - რა ვითარებაა ამჟამად ქალაქში?

რუსთავში მოხდა დამატებითი ძალების მობილიზება თბილისიდან, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხერხდეს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოების დასრულება, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გვაცნობეს. მათივე ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო დანაყოფები რუსთავში რამდენიმე საათია აქტიურად მუშაობენ სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად.

"მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების დატბორილ სარდაფებსა და სავაჭრო ობიექტებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. დატბორილი ტერიტორიებიდან გაყვანილია წყალში ჩარჩენილი ავტომანქანების ნაწილი. ამ დროისთვის წყლის დონე იკლებს.

მეხანძრე - მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ ასევე მარნეულში, სადაც წყლის მოვარდნის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 


ასევე დაგაინტერესებთ: კადრები რუსთავიდან, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა

დატბორილი ქუჩები და წყალში მოცურავე მანქანები - კადრები რუსთავიდან, სადაც მოსახლეობას გაადაადგილება უჭირს