loader

საპატრიარქო დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებთან შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპატრიარქო დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებთან შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებთან შეხვედრები იყო მხოლოდ სულიერი დატვირთვის და სხვა მიზანი არ ჰქონია, – ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

"2 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილი ახალგაზრდების, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის, მშობლები და ოჯახის წევრები. მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა მათ მომხდარის გამო და უსურვა ღვთის შეწევნა. შეხვედრები იყო მხოლოდ სულიერი დატვირთვის და სხვა მიზანი არ ჰქონია", – აღნიშნულია საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლები, ზაზა სარალიძედა დავით დადუნაშვილი პატრიარქს შეხვდნენ.



იხილეთ ასევე: რას ამბობს ლევან დადუნაშვილის მამა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ?

ზაზა სარალიძის ოჯახის შეხვედრა პატრიარქთან - ფოტოამბავი

"ემოციებით ვარ იქიდან გამოსული...ისეთ თემაზე ვისაუბრეთ, რაც ჩემი შვილის მკვლელობას ეხებოდა" - ზაზა სარალიძემ ოჯახთან ერთად საპატრიარქო დატოვა

"ოჯახთან ერთად მივდივარ" - ზაზა სარალიძე შვილთან და მეუღლესთან ერთად პატრიარქთან შესახვედრად მივიდა