loader

თუ აქ ვნახავ მხოლოდ ხალხს, მაშინ მოვალ აქციაზე - ზაზა სარალიძემ ვაკის პარკის აქცია დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თუ აქ ვნახავ მხოლოდ ხალხს, მაშინ მოვალ აქციაზე - ზაზა სარალიძემ ვაკის პარკის აქცია დატოვა

როცა აქ ვნახავ მხოლოდ ხალხს და არა პოლიტიკოსებს, მაშინ მოვალ აქციაზე, - ამ სიტყვებით დატოვა ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში მიმდინარე აქცია.

ზაზა სარალიძესთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომლის ინფორმაციითაც, სარალიძე ამ წუთებში სახლში მიდის.

ზაზა სარალიძემ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გარკვეულმა ჯგუფებმა აგრესია გამოხატეს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას გამოჩენაზე და გაჟღერდა ანტიდასავლური განცხადებები.

ზაზა სარალიძეს ვაკის პარკთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორების ნაწილი მიჰყვება, რომლებიც ცდილობენ დაარწმუნონ, რომ დარჩეს ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე.

ასევე იხილეთ: LIVE - ემოციური წუთები: ზაზა სარალიძე ვაკის პარკის აქციაზე მივიდა

"თქვენ ბრუნდებით მათთან თუ დარჩებით ჩვენთან? თქვენ იცით, რომ კუპრავას ნაცემი ჰყავს ჩემი შვილი?" - კამათი ია მეტრეველსა და ზაზა სარალიძეს შორის