loader

პოლიციელი ძმები, რომლებმაც ოჯახის წევრ ქალსა და არასრულწლოვან ბავშვზე იძალადეს, საპროცესოთი გამოუშვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციელი ძმები, რომლებმაც ოჯახის წევრ ქალსა და არასრულწლოვან ბავშვზე იძალადეს, საპროცესოთი გამოუშვეს

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ თა­ნამ­შრო­მელს გოჩა ბლუ­აშ­ვილს, რო­მელ­საც რძლი­სა და არას­რულ­წლო­ვა­ნი ძმის­შვი­ლის ცე­მა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბა გა­უ­ფორ­მა და იგი სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. საქ­მე­ზე პრო­ცე­სი ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში დღეს გა­ი­მარ­თა. ინ­ფორ­მა­ცი­ას "სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე" ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში ბრალ­დე­ბულ­მა ბრა­ლი სრუ­ლად აღი­ა­რა. შემ­დეგ კი პრო­კუ­რორ­მა მა­მუ­კა ქო­მოშ­ვილ­მა მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი ლონ­და­რი­ძეს ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის ერთი წლით პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის შე­ფარ­დე­ბა, ასე­ვე, 100 სა­ა­თით სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მის და­კის­რე­ბა სთხო­ვა. ლონ­და­რი­ძემ პრო­კუ­რო­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, ბლუ­აშ­ვილს გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა და სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭის" ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, ასე­ვე დღეს გა­ი­მარ­თა ცოლ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ია­კობ ბლუ­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა და იგი სა­სა­მარ­თლო­და 5000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

11 აპ­რილს სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე შსს-ს ორი თა­ნამ­შრო­მელი და­ა­კა­ვა - შსს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სამ­მარ­თვე­ლოს სა­მო­რი­გეო გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრო­მელი გოჩა ბლუ­აშ­ვი­ლი და მისი ძმა, შსს სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უბ­ნის ინ­სპექ­ტორ გა­მომ­ძი­ე­ბელი ია­კობ ბლუ­აშ­ვი­ლი.

საქ­მის მა­სა­ლე­ბი­დან ირ­კვე­ო­და, რომ 9 აპ­რილს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, გოჩა ბლუ­აშ­ვილ­მა სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ძმის მე­უღ­ლეს და მის არას­რულ­წლო­ვან შვილს სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. ამის შემ­დეგ კი მის­ი ძმა ია­კობ ბლუ­აშ­ვი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით მე­უღ­ლეს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და.რო­გორც ცნო­ბი­ლია, ორი­ვე ძმა მომ­ხდა­რის შემ­დეგ სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

მთა­ვა­რი ფოტო: "სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"